რაგბი | საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები აგვისტოში სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრება #1TVSPORT
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები აგვისტოში სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრება და ტიერ 1-ის ქვეყნების გუნდებთან ერთად საერთაშორისო ტურნირში ითამაშებს.
უმცროსი „ბორჯღალოსნები“ 8 აგვისტოს, 13:30 საათზე ინგლისელ თანატოლებს ეთამაშებიან; 12 აგვისტოს, 11:30 საათზე სამხრეთ აფრიკის A ნაკრებს შეხვდებიან, ხოლო 16 აგვისტოს ირლანდიას დაუპირისპირდებიან – შეხვედრა 13:30 საათზე დაიწყება.
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა აპრილში ექვსი ერის ფესტივალზე ითამაშა – უელსთან 10:17, იტალიასთან 24:37 და ირლანდიასთან 21:26 დამარცხდა.