რაგბი | საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა ექვსი ერის ფესტივალზე პირველი მატჩი გამართა #1TVSPORT
საფრანგეთის საკურორტო ქალაქ ვიშში დაიწყო ექვსი ერის ფესტივალი 18-წლამდე მორაგბეთა შორის. საქართველოს ნაკრებმა ტურნირის პირველი მატჩი იტალიელ თანატოლებთან გამართა და 24:37 დამარცხდა.
პირველ ნახევარში იტალიელების ორი ლელოსა და ერთი ჯარიმის საპასუხოდ ქართველმა მორაგბეებმა ერთი საჯარიმო ლელო მიითვალეს და ტაიმი 7:18 დათმეს.
უმცროსმა „ბორჯალოსნებმა“ მეორე ტაიმში სამი ლელო დადეს (ნიკოლოზ ჩხორთოლია, ლუკა წიკლაური, ლუკა ტაბატაძე), საპასუხოდ იტალიელებმაც სამჯერ მოხერხეს ჩვენს ჩათვლის მოედანში ბურთის დამიწება და საბოლოოდ შეხვედრა მათი გამარჯვებით – 37:24 დასრულდა.
ფესტივალზე მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 14 აპრილს უელსთან გამართავს – შეხვედრა 20:30 საათზე დაიწყება. დასკვნით შეხვედრას კი უმცროსი „ბორჯღალოსნები“ 18 აპრილს, 15:15 საათზე ირლანდიის წინააღმდეგ ჩაატარებენ.