რაგბი | საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა ექვსი ერის ფესტივალზე მესამე მატჩი გამართა #1TVSPORT
რაგბი | საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა ექვსი ერის ფესტივალზე მესამე მატჩი გამართა #1TVSPORT

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა საფრანგეთის ქალაქ ვიშში მიმდინარე ექვსი ერის ფესტივალზე მესამე მატჩი ირლანდიის ნაკრებთან გამართა და დაძაბულ ორთაბრძოლაში 21:26 დამარცხდა.

ქართველმა მორაგბეებმა მეტოქეს სამი ლელო დაუდეს და შეხვედრის ბოლომდე იბრძოდნენ თამაშის გადასარჩენად, მაგრამ ვერ მოახერხეს და საბოლოოდ დასანანი მარცხი იწვნიეს.

შეგახსენებთ, რომ უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“, ამ თამაშის გარდა, საფრანგეთში კიდევ ორი მატჩი გამართეს და იტალიასთან – 24:37, ხოლო უელსთან 10:17 დამარცხდნენ.