რაგბი | საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა ექვსი ერის ფესტივალზე მეორე მატჩი გამართა #1TVSPORT
რაგბი | საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა ექვსი ერის ფესტივალზე მეორე მატჩი გამართა #1TVSPORT

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა საფრანგეთის ქალაქ ვიშში მიმდინარე ექვსი ერის ფესტივალზე მეორე მატჩი უელსის ნაკრებთან გამართა და დაძაბულ ბრძოლაში 10:17 დამარცხდა.

პირველ ნახევარში გუნდებმა თითო გარდასახული ლელო გაცვალეს და ტაიმი 7:7 დასრულდა.

უმცროსი „ბორჯღალოსნები“ მეორე ტაიმში ზუსტი საჯარიმო დარტყმით დაწინაურდნენ, მაგრამ უელსმა ჯერ ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი მეორე ლელოც დადო და საბოლოოდ 17:10 გაიმარჯვა.

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ექვსი ერის ფესტივალზე მესამე მატჩს 18 აპრილს ირლანდიის ნაკრებთან გამართავს.