რაგბი | საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები სამხრეთ აფრიკაში ტესტმატჩებს გამართავს #1TVSPORT
რაგბი | საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები სამხრეთ აფრიკაში ტესტმატჩებს გამართავს #1TVSPORT

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები აგვისტოში სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრება, ტიერ 1-ის ქვეყნების გუნდებთან ერთად საერთაშორისო სერიაში მიიღებს მონაწილეობას და სამ შეხვედრას გამართავს.

აღსანიშნავია, რომ ქართველი მორაგბეები სამხრეთ აფრიკაში შარშანაც იმყოფებოდნენ და მაშინაც სამი მატჩი გამართეს იმ გუნდებთან, რომლებსაც წელსაც ეთამაშებიან.

თამაშების განრიგი:

8 აგვისტო, 13:30 | საქართველო – ინგლისი;

12 აგვისტო. 11:30 | საქართველო – სამხრეთ აფრიკა A;

16 აგვისტო. 13:30 | საქართველო – ირლანდია.

შეგახსენებთ, რომ 18-წლამდელებმა აპრილში ექვსი ერის ფესტივალზე ითამაშეს – უელსთან 10:17, იტალიასთან 24:37, ხოლო ირლანდიასთან 21:26 დამარცხდნენ.