რაგბი | საქართველოს 18-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ტიტულის დაცვას შეეცდება #1TVSPORT
რაგბი | საქართველოს 18-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ტიტულის დაცვას შეეცდება #1TVSPORT

11-იდან 19 ნოემბრის ჩათვლით, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, 18-წლამდე მორაგბეთა შორის ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება, რომელშიც საქართველოს ნაკრები მოქმედი ჩემპიონის სტატუსით ითამაშებს და ტიტულის დაცვას შეეცდება.

18-წლამდელთა ჩემპიონატში რვა გუნდი მონაწილეობს და ტრადიციულად, პლეი ოფის სისტემით იმართება. უმცროსი „ბორჯღალოსნები“ მეოთხედფინალში შვეიცარიას ეთამაშებიან.

სხვა გუნდები ასე დაწყვილდნენ:

ბელგია – ნიდერლანდები;

პორტუგალია – რუმინეთი;

ესპანეთი – ჩეხეთი.

ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე ბელგიასა და ნიდერლანდებს შორის გამარჯვებული იქნება.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ 18-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონის ტიტული პირველად 2018 წელს, ფინალში საფრანგეთის ძლევით (8:3) მოიპოვა, მას შემდეგ უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ ტიტული ზედიზედ სამჯერ შეინარჩუნეს – 2019 წელს ესპანეთთან 20:10; 2021 წელს პორტუგალიასთან 27:0 და 2022 წელს იმავე პორტუგალიასთან 34:10 მოიგეს.