რაგბი | საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ექვსი ერის ფესტივალზე მეორე მატჩს უელსთან გამართავს - მწვრთნელებმა შემადგენლობა დაასახელეს #1TVSPORT
რაგბი | საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ექვსი ერის ფესტივალზე მეორე მატჩს უელსთან გამართავს - მწვრთნელებმა შემადგენლობა დაასახელეს #1TVSPORT

საქართელოს 18-წლამდელ მორაგბეთა ნაკრები ექვსი ერის ფესტივალზე მეორე მატჩს უელსთან გამართავს – შეხვედრა საფრანგეთის ქალაქ ვიშში, „სტად მუნიციპალ ლუის დარაგონზე“ თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

მწვრთნელებმა ამ შეხვედრისთვის სათამაშო შემადგენლობა დაასახელეს, რომელშიც, იტალიასთან მატჩისგან განსხვავებით (24:37), რვა ცვლილებაა.

როტაციის პრინციპით სრულად შეცვლილია შერკინების პირველი ხაზი – თამაშს ნიკოლოზ ბალანჩივაძე, ლუკა წიკლაური და გიორგი ბერძენიშვილი იწყებენ. მეორე ხაზში ბრუნდება გუნდის კაპიტანი დავით ბარამია, რომელიც ანდრია ბილანიშვილს შეუწყვილდება. ორი ცვლილებაა მესამე ხაზში – შერკინების შემკვრელი გიორგი არძენაძე იქნება, ფლანკერი – შოთა გვრიტიშვილი, მეორე ფლანკერად კი გიორგი ზაზაძე რჩება.

ფულბეკის პოზიციაზე ამჯერად თამაშს ლუკა ჭაკუა დაიწყებს, დავით არობელიძემ ფრთაზე გადაინაცვლა, ხოლო მეორე ფრთა ლუკა ტაბატაძე იქნება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

ხაზი: 15. ლუკა ჭაკუა (ფოთი), 14. დავით არობელიძე (არმია),13. დათა ახვლედიანი (ლელო), 12. დემეტრე დევდარიანი (სენტ მერი, ინგლისი), 11. ლუკა ტაბატაძე (არმია),10. ლევან ბუცხრიკიძე (ლელო), 9. გოგა უშვერიძე (აია);

შერკინება: 1. ნიკოლოზ ბალანჩივაძე (ოიონა, საფრანგეთი), 2. ლუკა წიკლაური (ხვამლი), 3. გიორგი ბერძენიშვილი (ლელო), 4. ანდრია ბილანიშვილი (ინგლისი), 5. დავით ბარამია (ტულონი, საფრანგეთი, კაპ.),6. შოთა გვრიტიშვილი (ლელო), 7. გიორგი ზაზაძე (ხარები), 8. გიორგი არძენაძე (ბათუმი).

მარქაფა: 16. სანდრო გამყრელიძე (აკადემია), 17. გაბრიელ რაზმაძე (ორიაკი, საფრანგეთი), 18. დავით ხურციძე (ლელო), 19. მათე ბერუაშვილი (ლოკომოტივი), 20. ნიკოლოზ ჩხორთოლია (მონპელიე, საფრანგეთი); 21. გიორგი ხონელიძე (ლელო), 22. გიორგი გაბუნია (ლელო), 23. ივა კვირიაშვილი (ლელო), 24. გიორგი კეკელია (ლოკომოტივი), 25. ავთანდილ ზვიადაძე (აია), 26. იოსებ ღვინჯილია (ლელო).