რაგბი | საქართველოს 18-წლამდე ნაკრები ექვსი ერის ფესტივალს იტალიასთან მატჩით გახსნის - სასტარტო შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT
რაგბი | საქართველოს 18-წლამდე ნაკრები ექვსი ერის ფესტივალს იტალიასთან მატჩით გახსნის - სასტარტო შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT

საქართველოს 18-წლამდე მორაგებთა ნაკრები საფრანგეთის ქალაქ ვიშშია, სადაც მონაწილეობას მიიღებს ექვსი ერის ფესტივალში.

უმცროსი „ბორჯღალოსნები“ გახსნით მატჩს იტალიასთან ჩაატარებს – მატჩი 10 აპრილს თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება.

18-წლამდე ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა მომავალი შეხვედრისთვის სასტარტო შემადგენლობა დაასახელა და საფრანგეთთან თბილისში გამართული გასახურებელი თამაშის შემდეგ, მასში ერთი ცვლილებაა – შერკინების შემკვრელად თამაშს მათე ბერუაშვილი იწყებს. მის გარდა მესამე ხაზში სასტარტო შემადგენლობაში არიან იოსებ ღვინჯილია და გიორგი ზაზაძე; მეორე ხაზში ანდრია ბილანიშვილი და ნიკოლოზ ჩხორთოლია შეწყვილდებიან; ხოლო პირველ ხაზში გაბრიელ რაზმაძეს, სანდრო გამყრელიძეს და დავით ხურციძეს ვიხილავთ.

ღერძზე გოგა უშვერიძე და ლევან ბუცხრიკიძე ითამაშებენ; ცენტრში დემეტრე დევდარიანი და დათა ახვლედიანი დადგებიან; ფრთებზე ივა კვირიაშვილსა და ავთანდილ ზვიადაძეს ვიხილავთ, ფულბეკი კი დავით არობელიძეა.

შეგახსენებთ, 18-წლამდელთა მარქაფაში სატურნირო განაცხადში მყოფი ყველა მოთამაშე იქნება, თამაშის ხანგრძლივობა კი 70 წუთია (35-წუთიანი ტაიმები).

იტსალიის გარდა ფესტივალზე საქართველოს ნაკრები 14 აპრილი უელსს, 18 აპრილს კი ირლანდიას ეთამაშება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

ხაზი: 15. დავით არობელიძე (არმია), 14. ავთანდილ ზვიადაძე (აია), 13. დათა ახვლედიანი (ლელო, კაპ.), 12. დემეტრე დევდარიანი (სენტ მერი, ინგლისი), 11. ივა კვირიაშვილი (ლელო), 10. ლევან ბუცხრიკიძე (ლელო), 9. გოგა უშვერიძე (აია);

შერკინება: 1. გაბრიელ რაზმაძე (ორიაკი, საფრანგეთი), 2. სანდრო გამყრელიძე (აკადემია), 3. დავით ხურციძე (ლელო), 4. ანდრია ბილანიშვილი (ინგლისი), 5. ნიკოლოზ ჩხორთოლია (მონპელიე, საფრანგეთი), 6. იოსებ ღვინჯილია (ლელო), 7. გიორგი ზაზაძე (ხარები), 8. მათე ბერუაშვილი (ლოკომოტივი).

მარქაფა: 16. ლუკა წიკლაური (ხვამლი), 17. ნიკოლოზ ბალანჩივაძე (ოიონა, საფრანგეთი), 18. გიორგი ბერძენიშვილი (ლელო), 19. დავით ბარამია (ტულონი, საფრანგეთი), 20. გიორგი არძენაძე (ბათუმი); 21. გიორგი ხონელიძე (ლელო), 22. გიორგი გაბუნია (ლელო), 23. ლუკა ტაბატაძე (არმია), 24. გიორგი კეკელია (ლოკომოტივი), 25. ლუკა ჭაკუა (ფოთი), 26. შოთა გვრიტიშვილი (ლელო).