რაგბი | სამხრეთ აფრიკასთან ტესტ-მატჩისთვის „ბორჯღალოსნების“ შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 19 ივლისს ზაფხულის ტესტების ბოლო მატჩს მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან, სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან სტუმრად ჩაატარებს – „მბომბელა სთედიუმზე“ შეხვედრა თბილისის დროით 19:10 საათზე დაიწყება.
ამ თამაშისთვის „ბორჯღალოსნების“ მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ კოკერილმა შემადგენლობა დაასახელა.
სამხრეთ აფრიკასთნ მატჩში „ბორჯღალოსნების“ შემადგენლობაში 122-ე თამაშს ჩაატარებს 37 წლის ალექსანდრე თოდუა და ეროვნულ გუნდში ჩატარებული თამაშების რაოდენობით რეკორდსმენს, დავით კაჭარავას გაუტოლდება.
თოდუას სანაკრებო დებიუტი 2008 წელს ჩეხეთთან 22:3 მოგებულ შეხვედრაში შედგა და ამ პერიოდში გამართულ 121 მატჩში მან 21 ლელო დადო.
სამხრეთ აფრიკასთან შეცვლაზე შესვლის შემთხვევაში ოფიციალური სანაკრებო დებიუტი ექნება მეორეხაზელ დემურ ეფრემიძეს. გასულ კვირაში მან „ჩიტასის“ წინააღმდეგ „ბორჯღალოსანთა“ ფორმით პირველად ითამაშა, მაგრამ ეს სანაკრებო კეპად არ ითვლება, რადგან მეტოქე კლუბი იყო და არა – ნაკრები.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი („ლიონი“), 14. აკაკი ტაბუცაძე („შავი ლომი“), 13. დემე თაფლაძე („შავი ლომი“), 12. გიორგი კვესელაძე („გრენობლი“), 11. ალექსანდრე თოდუა („შავი ლომი“), 10. ლუკა მატკავა („კასტრი“), 9. ვასილ ლობჟანიძე („ოიონა“);
შერკინება: 1. გიორგი ახალაძე („კლერმონი“), 2. ვანო კარკაძე („მონპელიე“), 3. ირაკლი აფციაური („ლიონი“), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი („შავი ლომი“), 5. ლადო ჩაჩანიძე („შავი ლომი“), 6. ლუკა ივანიშვილი („შავი ლომი“), 7. ბექა საღინაძე („ლიონი“, კაპ.), 8. ილია სპანდერაშვილი („ვალანსი“).
სათდარიგოები: 16. ირაკლი ქვათაძე („შავი ლომი“), 17. გიორგი თეთრაშვილი („პერპინიანი“), 18. ბექა გიგაშვილი („ტულონი“), 19. დემურ ეფრემიძე („შავი ლომი“), 20. სანდრო მამამთავრიშვილი („შავი ლომი“), 21. თორნიკე ჯალაღონია („პროვანსი“), 22. თედო აბჟანდაძე („ორიაკი“), 23. თორნიკე კახოიძე („შავი ლომი“).
საქართველოს ზაფხული ტესტების დროს ორი მატჩი გამართა და თბილისში ირლანდიასთან – 5:34, ხოლო სამხრეთაფრიკულ ფრენჩაიზ „ჩიტაზთან“ სტუმრად 20:24 დამარცხდა.