რაგბი | სამხრეთ აფრიკასთან საერთაშორისო სერიის მატჩისთვის საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე საერთაშორისო სერიის მეორე მატჩს მასპინძელ თანატოლთა A ნაკრებთან 12 აგვისტოს გამართავს – მატჩში თბილისის დროით 13:30 საათზე დაიწყება.
სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიაში გუნდებს 12-12 მოთამაშის შეცვლის უფლება აქვთ. მწვრთნელებს შეუძლიათ, რომ საჭიროების შემთხვევაში უკვე შეცვლილი მოთამაშე მოედანზე კვლავ დააბრუნონ.
საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა სამხრეთ აფრიკასთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.
ხაზი: 15. დავით არობელიძე („არმია“), 14. გიორგი მუშკუდიანი („აია“), 13. დათა ახვლედიანი („ლელო“), 12. გოგა ბერიძე („ბათუმი“), 11. ლუკა ტაბატაძე („არმია“), 10. მათე მახარაძე („ბათუმი“), 9. ნიკოლოზ ხაფავა („ყოჩები“);
შერკინება: 1. ნიკოლოზ ბალანჩივაძე („ოიონა“, საფრანგეთი), 2. გოჩა ფიცხელაური („ლელო“), 3. გაბრიელ რაზმაძე („ორიაკი“, საფრანგეთი), 4. ანდრია ბილანიშვილი („ლელო“), 5. ნიკოლოზ ჩხორთოლია („მონპელიე“, საფრანგეთი), 6. გიორგი ზაზაძე (კაპ, „ხარები“), 7. ზაზა ლეჟავა („აია“); 8. მათე ბერუაშვილი („ლოკომოტივი“);
სათადარიგოები: 16. ლუკა წიკლაური („ხვამლი“), 17. ლუკა შულაია („ლელო“), 18. ტატო ტალახაძე („ლელო“), 19. საბა მშვილდაძე („აია“), 20. გოგა უშვერიძე („აია“). 21. გიორგი არძენაძე („ბათუმი“). 22. გიორგი ბერძენიშვილი („ლელო“), 23. ივა კვირიაშვილი („ლელო“), 24. იოსებ ღვინჯილია („ლელო“).
საერთშორისო სერიის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ინგლისელი თანატოლები 35:31 დაამარცხა. სერიის ბოლო მატჩს უმცროსი „ბორჯღალოსნები“ 16 აგვისტოს ირლანდიასთან გამართვენ.