რაგბი | სამხრეთ აფრიკასთან მეორე მატჩისთვის საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT
საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან მეორე საკონტროლო მატჩს 27 თებერვალს გამართავს – შეხვედრა თბილისში, „ლელო არენაზე“ 15:00 საათზე დაიწყება.
ამ გუნდების პირველი მატჩი რამდენიმე დღის წინ სამხრეთ აფრიკის გამარჯვებით დასრულდა. იმ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მთვარმა მწვრთნელმა, ვიტო კოლელიშვილმა ორი შემადგენლობა ათამაშა.
ამჯერად კი სამწვრთნელო შტაბმა 23-კაციანი განაცხადი დაასახელა, მათგან არიან ისეთი მოთამაშეები, რომლებსაც პირველ მატჩში მონაწილეობა არ მიუღათ, კერძოდ, დავით არჩვაძე, დავით ხურციძე და გოგა უშვერიძე.
საქართველო ნაკრების შემდგენლობა სამხრეთ აფრიკასთან მატჩში:
ხაზი: 15. საბა შარვაშიძე („არმია“), 14. ლუკა ტაბატაძე („არმია“), 13. დათა ახვლედიანი („ლელო“), 12. დავით ბარბაქაძე („ლიონი“), 11. დათა არობელიძე („არმია“), 10. თემურ ძოძუაშვილი („აია“), 9. დავით წიკლაური („ხვამლი“);
შერკინება: 1. გიორგი ტურაშვილი („კასტრი“), 2. გიორგი აღნიაშვილი („კარკასონი“), 3. ლევან ეზიეშვილი („მონტობანი“), 4. გიორგი მეფარიშვილი („აია“), 5. ნიკა ჩხორთოლია („მონპელიე“), 6. ლუკა ნარსია („აია“, კაპ.), 6. ლუკა საღინაძე („ლიონი“), 8. გიორგი ბოჩიკაშვილი („ხვამლი“).
მარქაფა: 16. დავით არჩვაძე („ლელო“), 17. ნიკოლოზ ბალანჩივაძე („ორიაკი“), 18. დავით ხურციძე („ლელო“), 19. თორნიკე ტორაძე („აია“), 20. ლუკა შულაია („ლელო“); 21. გოგა უშვერიძე („აია“), 22. გიორგი მუშკუდიანი („აია“), 23. ნიკა ხალვაში („ლელო“).
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასისთვის ემზადება, რომელიც ზაფხულში, 27 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით საქართველოში გაიმართება – მატჩებს თბილისი და ქუთაისი უმასპინძლებს.