რაგბი | სამხრეთ აფრიკასთან მატჩებისთვის უმცროსი „ბორჯღალოსნების“ სამწვრთნელო შტაბმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
რაგბი | სამხრეთ აფრიკასთან მატჩებისთვის უმცროსი „ბორჯღალოსნების“ სამწვრთნელო შტაბმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები ზაფხულში გასამართი 20-წლამდელთა მსოფლიო თასისთვის მზადების ფარგლებში თბილისში სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან ორ ტესტმატჩს გამართვს. პირველი შეხვედრა 23 თებერვალს, 16:00 საათზე „ავჭალის“ სტადიონზე გაიმართება, 28 თებერვალს კი უმცროსი „ბორჯღალოსნები“ მეტოქეს „ლელო არენაზე“ დაუპირისპირდებიან, მატჩი 15:00 საათზე დაიწყება.

ამ შეხვედრებისთვის 20-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლადო კილასონიამ 46 მოთამაშეს უხმო, როელთა შორის, ადგილობრივ კლუბებში მოთამაშეების გარდა, ლეგიონერებიც არიან გამოძახებულნი. 46 მორაგბიდან 25 მორკინალი და 21 ხაზის მოთამაშეა.

შერკინება: არჩილ ნოზაძე („აჟენი“), ბაჩუკი ბარათაშვილი („აია“), ნიკოლოზ ოლქიშვილი („ლელო“), გიორგი ტურაშვილი („იფსვიჩი“), შოთა ხელაძე („ლელო“), ირაკლი უსუბიანი („სურენსი“), ბექა ნეფარიძე („ხვამლი“), ანრი შველიძე („ბრივი“), ლუკა კოროხაშვილი („ლელო“), გიორგი კაკალიაშვილი („ვალო“), გიორგი ძაგანია („ნარბონი“), გიორგი მესხიძე („პერპინიანი“), თემურ წულუკიძე („ოიონა“), დავით ლაგვილავა („გრენობლი“), ლევან კეპულაძე („ბორდო“), გაგი მარგველაშვილი („რასინგი“), დავით ბარამია („ტულონი“), ნიკოლოზ ჩხორთოლია („მონპელიე“), ანდრო დვალი („პერპინიანი“), ლუკა საღინაძე („ლიონი“), მიხეილ შიოშვილი („ტულონი“), ნიკა აბესაძე („ლელო“), გიორგი ხუროშვილი („ლელო“), საბა ლაღაძე („აია“), ლუკა ნარსია („აია“);

ხაზი: გიორგი სპანდერაშვილი („ლელო“), თემო ძოძუაშვილი („აია“), გოგა უშვერიძე („აია“), დავით წიკლაური („ხვამლი“), ბუბა ნოზაძე („ბათუმი“), გიორგი ჯაში („არმია“), გიგი სირბილაძე („ლელო“), გიორგი ხაინდრავა („ბორდო“), დავით ბარბაქაძე („არმია“), ნუგზარ ქევხიშვილი („ლელო“), დათა ახვლედიანი („ლელო“), სანდრო სესიაშვილი („არმია“), ტარიელ ბურთიკაშვილი („ვეფხვები“), ლუკა კეშელავა („არმია“), გივი სოსელია („ხვამლი“), საბა შარვაშიძე („აია“), ლეონიდე სალდაძე („ლოკომოტივი“), ლუკა თაყაიშვილი („ხვამლი“), ანდრია ნიქაბაძე („წიქარა“), გიგა ყიფშიძე („ხვამლი“), გიორგი ბოლქვაძე („ლელო“).

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლადო კილასონიამ მომავალი მატჩების შესახებ კომენტარი გააკეთა:

„სამხრეთ აფრიკის ნაკრები ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდია, გამოირჩევა დაცვაში სწრაფი და აგრესიული თამაშით. ყოველთვის კარგია, როდესაც მოსამზადებელ ეტაპზე ასეთი დონის გუნდს ეთამაშები, რადგან ის გაჩვენებს სრულ სურათს. ეს შეხვედრები, ძირითადად, სასელექციო პროცესს დაეთმობა, თუმცა აუცილებლად უნდა ვიფიქროთ სათამაშო სტრუქტურასა და ტაქტიკურ მონახაზზე. გვექნება ანალიზის შესაძლებლობა და შევეცდებით, მოთამაშეებთან ერთად ის სათამაშო სტილი ვიპოვოთ, რომელიც მომავალ ჩემპიონატზე წარმატებას მოგვიტანს“.