რაგბი | სამხრეთ აფრიკასთან მატჩებისთვის საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT
რაგბი | სამხრეთ აფრიკასთან მატჩებისთვის საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT

27 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით საქართველო 20-წლამდე მორაგბეთა შორის მსოფლიო თასს უმასპინძლებს – შეხვედრები თბილისსა და ქუთაისში გაიმართება. ამ ტურნირისთვის მოსამზადებელ ეტაპზე უმცროსი „ბორჯღალოსნები“ ორ ტესტმატჩს გამართავენ მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან, სამხრეთ აფრიკის 20-წლამდელთა გუნდთან.

22 თებერვალს უმცროსი „ბორჯღალოსნები“ სამხრეთ აფრიკას რუსთავში, „ხარები არენაზე“ უმასპინძლებენ, ხოლო 27-ში მეტოქეს თბილისში, „ლელო არენაზე“ მიიღებენ. ორივე თამაში 15:00 საათზე დაიწყება.

ამ მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. აღსანიშნავია, რომ სამხრეთ აფრიკასთან ვიტო კოლელიშვილის სადებიუტო თამაშები იქნება საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა:

შერკინება: გიორგი ტურაშვილი („კასტრი“), აჩი ნოზაძე („აჟენი“), ნიკოლოზ ბალანჩივაძე („ორიაკი“), გიორგი აღნიაშვილი („კარკასონი“), ანრი შველიძე („ბრივი“), დავით არჩვაძე („ლელო“), ლევან ეზიეშვილი („მონტობანი“), ნიკა კოროხაშვილი („ოიონა“), ლუკა გოგილაშვილი („ხვამლი“), დავით ხურციძე („ლელო“), ნიკა ჩხორთოლია („მონპელიე“), თორნიკე ტორაძე („აია“), საბა მღვდელაძე („კარკასონი“), გიორგი მეფარიშვილი („აია“), ანდრია ბილანიშვილი („ლელო“), ლუკა გაბუნია („ყაზბეგი“), ზაზა ლეჟავა („ფოთი“), ლუკა საღინაძე („ლიონი“), გიორგი ფირცხალაიშვილი („ლელო“), ლუკა ნარსია („აია“), ლუკა შულაია („ლელო“), გიორგი ბოჩიკაშვილი („ხვამლი“).

ხაზი: გოგა უშვერიძე („აია“), დაჩი წიკლაური („ხვამლი“), თემურ ძოძუაშვილი („აია“), გიგი სირბილაძე („ოიონა“), ლუკა დემურაშვილი („ლოკომოტივი“), დავით ბარბაქაძე („ლიონი“), დავით არავიაშვილი („ვეფხვები“), გიორგი მუშკუდიანი („აია“), ცოტნე ცუცქირიძე („ლოკომოტივი“), დათა ახვლედიანი („ლელო“), ლუკა ტაბატაძე („არმია“), გივი სოსელია („ხვამლი“), საბა ნატროშვილი („არმია“), საბა შარვაშიძე („არმია“), ნიკა ხალვაში („ლელო“), დათა არობელიძე („არმია“), გიგა ყიფშიძე („ხვამლი“).