რაგბი | სამხრეთ აფრიკაში გასამართი ტურნესთვის საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელებმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელეს #1TVSPORT
რაგბი | სამხრეთ აფრიკაში გასამართი ტურნესთვის საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელებმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელეს #1TVSPORT

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიისთვის ემზადება, რომელიც 8 აგვისტოს დაიწყება და 16 აგვისტომდე გასტანს.

სერიის ფარგლებში უმცროსი „ბორჯღალოსნები“ სამ შეხვედრას ჩაატარებენ:

8 აგვისტო, 13:30 | საქართველო – ინგლისი

12 აგვისტო, 11:30 | საქართველო – სამხრეთ აფრიკა A

16 აგვისტო, 13:30 | საქართველო – ირლანდია

საქართველოს ნაკრების სამწვრთნელი შტაბმა აღნიშნული ტურნესთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, მათგან 23-მა წელს, აპრილში საფრანგეთში გამართულ 18-წლამდელთა შორის ექვსი ერის ფესტივალში მიიღო მონაწილეობა. ესენი არიან:

დემეტრე დევდარიანი, დათა ახვლედიანი, გიორგი არძენაძე, ნიკოლოზ ჩხორთოლია, ნიკოლოზ ბალანჩივაძე, საბა გიორგიძე, ზაზა ლეჟავა, გიორგი გაბუნია, დავით ხურციძე, ლუკა ჭაკუა, მათე ბერუაშვილი, ლუკა ტაბატაძე, გოგა უშვერიძე, ანდრია ბილანიშვილი, გიორგი ზაზაძე, გაბრიელ რაზმაძე, ლევან ბუცხრიკიძე, სანდრო გამყრელიძე, იოსებ ღვინჯილია, დავით არობელიძე, ივა კვირიაშვილი, გიორგი კეკელია და გიორგი ბერძენიშვილი.

გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვდნენ, თუმცა გუნდთან ერთად ჯერ არ ვარჯიშობენ ნიკოლოზ ჩხორთოლია, დათა ახვლედიანი და გიორგი არძენაძე, რომლებმაც 20-წლამდელებთან ერთად იტალიაში მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ითამაშეს, სამშობლოში ახალი დაბრუნებულები არიან და მწვრთნელებმა დასვენების შესაძლებლობა მისცეს.

საქართველო ნაკრების შემადგენლობა:

ნიკოლოზ ჩხორთოლია („მონპელიე“, საფრანგეთი), ნიკოლოზ ბალანჩივაძე („ოიონა“, საფრანგეთი), გაბრიელ რაზმაძე („ორიაკი“, საფრანგეთი), გოჩა ფიცხელაური, დემეტრე დევდარიანი, დათა ახვლედიანი, გიორგი მარგველაშვილი, ლუკა შულაია, ტატო ტალახაძე, გიორგი გაბუნია, დავით ხურციძე, ლუკა შულაია, საბა გიორგიძე, ანდრია ბილანიშვილი, ლევან ბუცხრიკიძე, იოსებ ღვინჯილია, ივა კვირიაშვილი, გიორგი ბერძენიშვილი (ყველა – „ლელო“), გიორგი არძენაძე, გიორგი ფირცხალაიშვილი, გოგა ბერიძე, მათე მახარაძე (ყველა – „ბათუმი“), გიორგი მუშკუდიანი, გოგა უშვერიძე, თაზო მეიფარიანი, საბა მშვილდაძე, ზაზა ლეჟავა, საბა ფხაკაძე (ყველა – „აია“), მათე ბერუაშვილი, გიორგი კეკელია, იაგო ღუდუშაური (ყველა – „ლოკომოტივი“), ნიკა თექთურმანიძე, ალექსანდრე გაგუა (ორივე – „ხვამლი“), ლუკა ტაბატაძე, დავით არობელიძე (ორივე – „არმია“), ლუკა ბახტაძე („წიქარა“), ლუკა ჭაკუა („კოლხი რაინდები“), გიორგი ზაზაძე („ხარები“), ნიკოლოზ ხაფავა („ყოჩები“), სანდრო გამყრელიძე („აკადემია“), ოთარ ელიაშვილი („გორი“).

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ამონაშვილი

მწვრთნელები: გიორგი ნემსაძე, პაატა მაისურაძე, მიხეილ სუჯაშვილი.