რაგბი | სამხრეთ აფრიკაში გასამართი ტურნესთვის საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების 26-კაციანი შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები 4 აგვისტოს სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრება და საერთაშორისო სერიის ფარგლებში სამ ტესტ-მატჩს ჩაატერებს.
8 აგვისტო, 13:30 | საქართველო – ინგლისი;
12 აგვისტო, 11:30 | საქართველო – სამხრეთ აფრიკა A;
16 აგვისტო, 13:30 | საქართველო – ირლანდია.
აღნიშნული ტურნესთვის გუნდი გაფართოებული შემადგენლობით ემზადებოდა, საიდანაც მთავარმა მწვრთნელმა, ზურაბ ამონაშვილმა ის 26 მორაგბე შეარჩია, რომელიც სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრება.
26-კაციან სიაში 8 ისეთი მოთამაშეა, რომელთაც აპრილში გამართულ ექვსი ერის ფესტივალზე არ უთამაშიათ და საერთაშორისო შეხვედრებს პირველად გამართავენ. ესენი არიან: საბა მშვილდაძე, გოჩა ფიცხელაური, ლუკა შულაია, ნიკოლოზ ხაფავა, მათე მახარაძე, გოგა ბერიძე, ტატო ტალახაძე და გიორგი მუშკუდიანი.
ნიკოლოზ ბალანჩივაძე, გაბრიელ რაზმაძე, ლუკა წიკლაური, გიორგი ბერძენიშვილი, ანდრია ბილანიშვილი, ნიკოლოზ ჩხორთოლია, ზაზა ლეჟავა, იოსებ ღვინჯილია, მათე ბერუაშვილი, გიორგი ზაზაძე, გიორგი არძენაძე, გოგა უშვერიძე, ლევან ბუცხრიკიძე, დათა ახვლედიანი, დემეტრე დევდარიანი, ლუკა ტაბატაძე, ივა კვირიაშვილი და დავით არობელიძე წელს საერთაშორისო ტურნირში მეორედ ითამაშებენ.
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა:
შერკინება: საბა მშვილდაძე („აია“), ნიკოლოზ ბალანჩივაძე („ოიონა“, საფრანგეთი), გაბრიელ რაზმაძე („ორიაკი“, საფრანგეთი), გოჩა ფიცხელაური („ლელო“), ლუკა წიკლაური („ხვამლი“), გიორგი ბერძენიშვილი („ლელო“), ანდრია ბილანიშვილი („ლელო“), ნიკოლოზ ჩხორთოლია („მონპელიე“, საფრანგეთი), ლუკა შულაია („ლელო“), ზაზა ლეჟავა („აია“), იოსებ ღვინჯილია („ლელო“), მათე ბერუაშვილი („ლოკომოტივი“), გიორგი ზაზაძე („ხარები“), გიორგი არძენაძე („ბათუმი“).
ხაზი: გოგა უშვერიძე („აია“), ნიკოლოზ ხაფავა („ყოჩები“), ლევან ბუცხრიკიძე („ლელო“), მათე მახარაძე („ბათუმი“), დათა ახვლედიანი („ლელო“), დემეტრე დევდარიანი („ლელო“), გოგა ბერიძე („ბათუმი“), ლუკა ტაბატაძე („არმია“), ტატო ტალახაძე („ლელო“), გიორგი მუშკუდიანი („აია“), ივა კვირიაშვილი („ლელო“), დავით არობელიძე („არმია“).
მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ამონაშვილი.
მწვრთნელები: გიორგი ნემსაძე, პაატა მაისურაძე, მიხეილ სუჯაშვილი.