"ბორჯღალოსნები" "ფრანგ ბარბაროსებთან" 31 მაისს ითამაშებენ
"ბორჯღალოსნები" "ფრანგ ბარბაროსებთან" 31 მაისს ითამაშებენ

ფრანგი ბარბაროსები თბილისში პრო დე2-ის საუკეთესო მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდით ჩამოვლენ. ამის შესახებ, საფრანგეთის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტმა ბერნარ ლაპორტმა განაცხადა – „საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ჩვენი გუნდი პრო დე 2-ის პერსპექტიული მოთამაშეებით დაკომპლექტდება, რომელთა შორის აუცილებლად იქნებიან ისეთი მორაგეები, ვინც მომავალში საფრანგეთის ძირითად ნაკრებში დაიმკვიდრებენ ადგილს“.

ბორჯღალოსნებსა და ფრანგ ბარბაროსებს შორის მატჩი 31 მაისს თბილისში დინამო არენაზე გაიმართება.

ამმატჩის ორგანიზება საქართველოსა და საფრანგეთის რაგბის კავშირებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე მოხდა.