რაგბი | საფრანგეთის ნაკრები ექვსი ერის გამარჯვებული გახდა [ვიდეო] #1TVSPORT
რაგბიში ექვსი ერის გათამაშების ბოლო ტურის მატჩები გაიმართა – ტურნირის გამარჯვებული პარიზში, „სტად დე ფრანსზე“ გამოვლინდა, სადაც საფრანგეთის ნაკრებმა ინგლისს უმასპინძლა, დაძაბულ შეხვედრაში 48:46 დაამარცხა და ექვსი ერის გამარჯვებული გახდა.
საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო ლუი ბიელ-ბიარია იყო, რომელმაც ინგლისის ნაკრებ ოთხი ლელო დაუდო.
აღსანიშნავია, რომ საფრანგეთისა და ინგლისის ნაკრებების მატჩის მთავარი მსაჯი ქართველი ნიკა ამაშუკელი იყო.
მეხუთე ტურის სხვა მატჩები ასე დასრულდა:
ირლანდია-შოტლანდია 43:21
უელსი-იტალია 31:17
საბოლოო სატურნირო მდგომარეობა:
1. საფრანგეთი – 21 ქულა
2. ირლანდია – 19
3. შოტლანდია – 16
4. იტალია – 9
5. ინგლისი – 8
6. უელსი – 6