რაგბი | საფრანგეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში სამი ქართველი მოხვდა #1TVSPORT

13:16, 29.09.2026

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატში (TOP 14-სა და PRO D2-ში) მორიგი ტურის მატჩები გაიმართა.

ფრანგულმა სარაგბო გამოცემა „მიდი ოლიმპიკმა“, ტრადიციულად, ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელშიც სამი ქართველი მორაგბე მოხვდა – „სტად ფრანსეს“ შერკინების ბურჯი სერგო აბრამიშვილი (TOP 14), „ოიონას“ მგეზავი ლუკა მატკავა და „ანგულემის“ მეორეხაზელი გიორგი ჯავახია (PRO D2).

„სტად ფრანსემ“ შინ დაამარცხა „ლიონი“ – 31:10. აბრამიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 49-ე წუთზე შეცვალეს.

„ოიონამ“ საკუთარ მოედანზე „ნევერს“ სძლია – 56:35. მატკავამ ექვსი გარდასახვა გაიტანა (12 ქულა), თითო ლელო კი ვასილ ლობჟანიძემ და ვანო კარკაძემ დადეს.

გიორგი ჯავახიას „ანგულემმა“ შინ „აჟენს“ 36:22 მოუგო. ჯავახიამ თავიდან ბოლომდე ითამაშა და მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

მსგავსი