რაგბი | საერთაშორისო სერიის მატჩებისთვის საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრა, სადაც საერთაშორისო სერიაში მიიღებს მონაწილეობას და ინგლისთან, სამხრეთ აფრიკასა და ირლანდიასთან საკონტროლო მატჩებს გამართავს.
ტურნირისთვის უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ ორკვირიანი შეკრება გამართეს მარტყოფის სანაკრებო ბაზაზე, რომლის შემდეგაც სამწვრთნელო შტაბმა (მთავარი მწვრთნელი გიორგი ნემსაძე) 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა:
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა სამხრეთ აფრიკულ ტურნეზე:
შერკინება: ლუკა ბარბაქაძე („ხვამლი“), საბა მერებაშვილი („ლელო“), სანდრო გამყრელიძე („აკადემია“), საბა გოგრიჭიანი („ლოკომოტივი“), გიორგი ბერძენიშვილი („ტულონი“), იაგო ღუდუშაური („ლოკომოტივი“), ნიკოლოზ ხარებავა („ლოკომოტივი“), ნიკოლოზ ფანცულაია („არმია“), საბა გიორგიძე („მონპელიე“), გიორგი სუთიაშვილი („ლელო“), გიორგი ქევანიშვილი („აია“), ნიკა ჯანგულაშვილი („არმია“), მათე ბერუაშვილი („ლოკომოტივი“, კაპ.), ლუკა შულაია („ბაიონი“);
ხაზი: გიორგი ხონელიძე („ტულონი“), ალექსანდრე გაგუა („ხვამლი“), მათე მახარაძე („ხვამლი“), ლუკა მუშკუდიანი („აია“), მიხეილ მგალობლიშვილი („ხვამლი“), გოგა ბერიძე („ბათუმი“), ალექსანდრე მამაიაშვილი („ლელო“), დათა ახვლედიანი („არმია“), ბართლომე ხამაშურიძე („აია“), ნიკოლოზ ჩაჩანიძე („აკადემია“), რეზი ცხვედიანი („ხვამლი“), ლუკა ჭაკუა („ლელო“).
საქართველო სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიაში ზედიზედ მესამედ ითამაშებს.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:
7 აგვისტოს, 15:30 | საქართველო – ინგლისი;
11 აგვისტო, 13:30 | სამხრეთ აფრიკა – საქართველო;
15 აგვისტო, 15:30 | საქართველო – ირლანდია.