რაგბი | საერთაშორისო სერიაში ჩილესთან მატჩისთვის საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT
საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე საერთაშორისო სერიის ფარგლებში მეორე მატჩს 26 მაისს ჩილეს ნაკრებთან გამართავს – ქეიფთუნში შეხვედრა თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.
ჩილესთან მატჩის საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც პირველ მატჩისგან განსხვავებით რამდენიმე ცვილებაა. ფიჯისთნ არ უთამშიათ, ამჯერად კი სასტარტოში თამაშს საბა ნატროშვილი, დავით წიკლაური, ლუკა იასეშვილი, ნიკოლოზ ღარიბაშვილი და ირაკლი ყოლბაია დაიწყებენ.
სერიის პირველ მატჩში უმცროსმა ბორჯღლოსნებმა“ ფიჯი 29:23 დაამარცხეს. ჩილემ სერიის პირველი შეხვედრა მასპინძელ სამხრეთ აფრიკასთან გამართა და 0:97 დამარცხდა.
ხაზი: 15. ნიკა ხალვაში, 14. ავთანდილ ზვიადაძე, 13. ლეონიდე სალდაძე, 12. დემეტრე დევდარიანი, 11. საბა ნატროშვილი, 10. მათე მახარაძე, 9. დავით წიკლაური;
შერკინება: 1. ლუკა იასეშვილი, 2. ნიკოლოზ ღარიბაშვილი, 3. ლევან ეზიეშვილი, 4. თორნიკე ტორაძე, 5. ნიკოლოზ ჩხორთოლია, 6. გიორგი ზაზაძე, 7. ლუკა ნარსია (კაპ.), 8. ირაკლი ყოლბაია.
მარქაფა: 16. გიორგი აღნიაშვილი, 17. დაჩი ჭელიძე, 18. გაბრიელ რაზმაძე, 19. გიორგი მეფარიშვილი, 20. გიორგი არძენაძე; 21. გოგა უშვერიძე, 22. დათა ახვლედიანი, 23. დათა არობელიძე.