რაგბი | რიჩარდ კოკერილი - მსოფლიო თასზე ჩვენი მთავარი მიზანი ჯგუფიდან გასვლა იქნება #1TVSPORT
რაგბი | რიჩარდ კოკერილი - მსოფლიო თასზე ჩვენი მთავარი მიზანი ჯგუფიდან გასვლა იქნება #1TVSPORT

2027 წელს რაგბის მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები სამხრეთ აფრიკის, იტალიისა და რუმინეთის ნაკრებები იქნებიან.

„ბორჯღალოსნების“ მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ კოკერილმა მოფლიო თასის მეტოქეებსა და გუნდის მიზნებზე კომენტარი გააკეთა:

„სამხრეთ აფრიკასთან ერთად ჯგუფში ყოფნა ყოველთვის ძალიან რთულია, მათთან მოგება იოლი არ იქნება.

იტალიასთან ბოლო წლებში დაძაბული და პრინციპული თამაშები გვაქვს. მსოფლიო თასზე თამაში ორივე გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება. ბოლო შეხვედრისას იტალიელები დიდ წნეხში მოვაქციეთ და საბოლოოდ მხოლოდ 3 ქულით დავმარცხდით. მათთან ამჯერდაც რთული და მძიმე მატჩი გველის.

რუმინეთს ხშირად ვეთამაშებით და ეს გუნდი კარგად გვყავს შესწავლილი – მათთან აუცილებლად უნდა მოვიგოთ. ვფიქრობ, ჯგუფიდან გასვლა რეალურია და ეს იქნება ჩვენი მთავარი მიზანი.

ვეცდებით, ავსტრალიაში პლეი ოფში გავიდეთ და ისტორიაში შევიდეთ. მსოფლიოს უნდა დავანახოთ, რომ უკეთესები გავხდით და ნებისმიერი გუნდისთვის შეგვიძლია კონკურენციის გაწევა“.

რაგბის მსოფლიო თასის გათამაშება ავსტრალიაში 2027 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყება და 13 ნოემბერს დასრულდება.