რაგბი | რიჩარდ კოკერილი - კანადასთან მატჩისთვის უკეთესად უნდა მოვემზადოთ #1TVSPORT
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა შემოდგომის ტესტმატჩების სერიის პირველი მატჩი აშშ-ის ნაკრებთან გამართა და 43:30 მოიგო.
მატჩის შემდეგ „ბორჯღალოსნების“ მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ კოკერილმა და გუნდის კაპიტანმა ბექა გორგაძემ თამასი შეაფასეს:
რიჩარდ კოკერილი: „მოგება კარგია. შესაძლოა, ეს ყველაზე ცუდი თამაში იყო, რაც ჩვენ ჩაგვიტარებია. პირველ ტაიმში ბურთსაც ვერ ვუფრთხილდებოდით, ვერც ფიზიკურად ვიყავით მოწოდების სიმაღლეზე, მეტოქემ კარგად ითამაშა, მაგრამ საბოლოოდ მატჩი ჩვენ მოვიგეთ. კანადასთან მატჩისთვის უკეთესად უნდა მოვემზადოთ და თამაში გავაუმჯობესოთ“.
ბექა გორგაძე: „უპირველეს ყოვლისა, ყევლას ვულოცავ ამ გამარჯვებას. პირველ ტაიმში მეტოქეს ბევრი ქულის მოპოვების საშუალება მივეცით, მეორე ტაიმში კი თამაში გავაუმჯობესეთ. მეორე თამაშამდე მოსამზადებლად ერთი კვირა გვაქვს, კანადასთან მატჩს უფრო მომზადებულები შევხვდებით და უკეთესად ვითამაშებთ“.
საქართველოსა და კანადის ნაკრებების მატჩი 15 ნოემბერს ბათუმში გაიმართება და 16:00 საათზე დაიწყება.