რაგბი | რიჩარდ კოკერელი - ირლანდია საკმაოდ გამოცდილი და სახიფათო მეტოქეა #1TVSPORT
რაგბი | რიჩარდ კოკერელი - ირლანდია საკმაოდ გამოცდილი და სახიფათო მეტოქეა #1TVSPORT

ირლანდიასთან შეხვედრამდე საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ კოკერელმა და გუნდის კაპიტანმა, ბექა საღინაძემ პრესკონფერენცია გამართეს და მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრეს.

რიჩარდ კოკერელი: „ჩვენს შემადგენლობაში სიახლე არ იქნება. ირლანდიის ნაკრების მწვრთნელმა განაცხადა, რომ თბილისში საკმაოდ ახალგაზრდული გუნდით გვესტუმრება, მაგრამ ამან არ უნდა დაგვაბნიოს – ირლანდია გამოცდილი გუნდია და საკმაოდ სახიფათო მეტოქე იქნება. მათი 9 და 10 ნომრები ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეები არიან და ესეც გასათვალისწინებელია. ამიტომ რთული შეხვედრა გველის“.

ბექა საღინაძე: „გვაქვს ფუფუნება, რომ ირლანდიას თბილისში ვეთამაშებით. მეტოქე ძლიერია, მაგრამ მოსაგებად ვითამაშებთ. მთავარია, რომ გუნდი კარგ ფორმაშია. ამ მატჩის მოგება მნიშვნელოვანი იქნება, რადგან გამოჩნდება, რომ ექვს ერში თამაშს ვიმსახურებთ.

მიმაჩნია, რომ გვაქვს ისეთი თვისებები, რომლითაც მათი დამარცხება შეგვიძლია. იტალიასთან, გახსოვთ, სავსე სტადიონზე ვითამაშეთ და გულშემატკივარმა ჩვენს მოგებაში დიდი როლი ითამაშა. იმედია, სტადიონი ხვალაც გაივსება და მხურვალე ქომაგობა იქნება“.

საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებების მატჩი 5 ივლისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 21:00 საათზე დაიწყება.