რაგბი | ქართველი ლეგიონერების ხუთი ლელო საფრანგეთის ჩემპიონატში #1TVSPORT
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონში (PRO D2) 25-ე ტურის შეხვედრები გაიმართა, რომელიც ქართველი ლეგიონერებისთვის შედეგიანი გამოდგა – მათ ანგარიშზე ხუთი ლელოა.
„ნევერმა“ საკუთარ მოედანზე დაძაბულ ბრძოლაში 44:41 „ბეზიე“ დაამარცხა. მაპინძლებმა ამ შეხვედრაში ექვსი ლელო დადეს, რომელთაგან სამი ქართველების ანგარიშზეა – რატი ზაზაძემ სადებიუტო ლელო მიითვალა, ლუკა პეტრიაშვილმა დუბლი შეასრულა, მიმდინარე სეზონში კი მეშვიდე ლელო დადო.
„ოიონამ“ „ბიარიცი“ დიდი ანგარიშით დაამარცხა – 48:14. მასპინძელთა პირველი ლელო ვანო კარკაძემ დადო, მიმდინარე სეზონში ეს მისი მეხუთე ლელოა.
„მონ დე მარსანმა“ შინ „ორიაკს“ 35:25 სძლია, რაშიც ერთი ლელოთი წვლილი იოანე იაშაღაშვილსაც მიუძღვის – მასაც, კარკაძის მსგავსად, ამ სეზონში ხუთი ლელო მოუგროვდა.