რაგბი - ქართველი 20-წლამდელები შოტლანდიას დაუპირისპირდებიან
რაგბი - ქართველი 20-წლამდელები შოტლანდიას დაუპირისპირდებიან
რაგბიში მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე უმცროსი ბორჯღალოსნები დღეს ჯგუფის დასკვნით შეხვედრას გამართავენ. მატჩი ქალაქ როსარიოში, საქართველოს დროით 17:30 საათზე დაიწყება და გამარჯვებული გუნდი „ც“ ჯგუფს მესამე ადგილზე დაასრულებს. ტურნირზე სამი ჯგუფის ორი საუკეთესო მესამეადგილოსანი მეხუთე-მერვე ადგილებისთვის აგრძელებს ბრძოლას, ხოლო უარესი მესამეადგილოსანი მეცხრე-მეთორმეტე ადგილებისთვის ითამაშებს.
განვლილ ორ ტურში ილია მაისურაძის გაწვრთნილმა ნაკრებმა ახალ ზელანდიასთან ანგარიშით 45:13 დათმო, მეორე შეხვედრაში კი სამხრეთ აფრიკასთან ანგარიშით 48:20 წააგო. შოტლანდიამ სამხრეთ აფრიკელებთან ანგარიშით 43:19, ახალ ზელანდიასთან კი ანგარიშით 52:33 დათმეს, სადაც 5 ლელო დადეს და ბონუს-ქულა მიიღეს.
წინა მატჩის შემდეგ, ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრისთვის უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა სასტარტო შემადგენლობაში ცვლილებები განახორციელა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
ხაზი
15. დაჩი პაპუნაშვილი, 14. ოთარ ლაშხი, 13. დემურ თაფლაძე, 12. ირაკლი სიმსივე, 11. კოტე მარჯანიშვილი, 10. სანდრო მარგიანი, 9. გიორგი მარგალიტაძე;
შერკინება
1. ნიკა ღვალაძე, 2. ვანო კარკაძე, 3. ზაურ თევდორაშვილი, 4. ლუკა გელაშვილი, 5. ვახტანგ ჯინჭარაძე, 6. პაატა ბურჭულაძე, 7. ბექა ყორიაული, 8. იოანე იაშაღაშვილი.
მარქაფა
16. ლუკა ნიორაძე, 17. ლუკა აზარიაშვილი, 18. გია ხარაიშვილი, 19. ტატო გვიმრაძე, 20. კობა კოლოტაური, 21. მიხეილ ალანია, 22. თედო აბჟანდაძე, 23. თემურ ჭიჭინაძე, 24. გივი ცინცაძე, 25. ლაშა ლომიძე, 27. იოსებ გუშარაშვილი, 28. ლუკა ჭელიძე.