რაგბი | ქართველების ლელოები საფრანგეთის ჩემპიონატში #1TVSPORT

12:19, 05.09.2026

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მეორე დივიზიონში (PRO D2) მეორე ტურის მატჩები გაიმართა და ქართველმა მორაგბეებმაც გამოიჩინეს თავი.

PRO D2-ის ერთ-ერთმა ყველაზე „ქართულმა“ გუნდმა, „ორიაკმა“ საკუთარ მოედანზე „დაქსი“ მიიღო და 65:35 დაამარცხა.

მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში თამაში ლაშა ტაბიძემ და თედო აბჟანდაძემ დაიწყეს, შეცვლაზე კი ლუკა ნიორაძე, ალექსანდრე ბურდული, ირაკლი მჭედლიძე და გიორგი ქართველიშვილი შევიდნენ. ნიორაძემ, მჭედლიძემ და აბჟანდაძემ ლელოებით გამოიჩინეს თავი, ეს მიმდინარე სეზონში მათი პირველი შედეგიანი მოქმედებებია.

„ოიონამ“ „ბიარიცს“ უმასპინძლა და 47:25 მოიგო, რაშიც თავისი წვლილი მასპინძელთა შემადგენლობაში შეცვლაზე შესულმა ლუკა მატკავამაც შეიტანა – საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი თამაშში 49-ე წუთიდან ჩაერთო, ერთი ლელო, ორი გარდასახვა და ორი ჯარიმა მიითვალა და, ჯამში, 15 ქულა ჩაიწერა აქტივში.

მსგავსი