რაგბი | პირველი მოგება ჩელენჯ თასზე - „შავმა ლომმა“ საფრანგეთში „მონტობანი“დაამარცხა #1TVSPORT
ჩელენჯ თასის გათამაშება „შავმა ლომმა“ საფრანგეთში, TOP 14-ის წარმომადგენელ „მონტობანთან“ მატჩით განაახლა და მიმდინარე სეზონში ტურნირზე პირველი გამარჯვება ბონუსქულით მოიპოვა – 31:28.
მონტობანი – შავი ლომი 28:31
მონტობანი
ლელო: რეილაკი, და კოშტა, უილკინსი, ბოსვიელი
გარდასახვა: ბოსვიელი (4)
შავი ლომი
ლელო: ცირეკიძე (2), ტაბუცაძე, ტექნიკური ლელო, სინაურიძე
გარდასახვა: თაყაიშვილი (2)
„მონტობანტან“ „შავი ლომის“ მწვრთნელის რანგში დებიუტი ჰქონდა იტალიელ მარკო ბორტოლამს, რომელიც ზაფხულიდან საქართველოს ნაკრებსა და „შავ ლომში“ ფრანგი მთავარი მწვრთნელის, პიერ-ანრი ბრონკანის ასისტენტი იქნება.
თამაში „შავი ლომის“ უპირატესობით დაიწყო. ანგარიში ლუკა ცირეკიძის მიერ დადებული ლელოთი გაიხსნა, რამდენიმე წუთში ფრანგებმაც შეძლეს ლელოს დადება, რომელიც ზუსტად გარდასახეს და დაწინაურდნენ, მაგრამ პირველი ნახევრის ბოლომდე „შავი ლომი“ ჯერ აკაკი ტაბუცაძემ დააწინაურა, შემდეგ კი წესების დარღვევისთვის არბიტრმა მასპინძლები საჯარიმო ლელოთი დასაჯა და პირველი ტაიმი ქართველებმა 17:7 მოიგეს.
მეორე ტაიმის დაწყებისთანავე ლუკა ცირეკიძემ დუბლი შეასრულა და „შავ ლომს“ ბონუსქულა მოუტანა. ფრანგმა მორაგბეებმა დარჩენილ დროში სამი ლელოს დადება მოახერხეს, მაგრამ მატჩის გადარჩენა ვეღარ შეძლეს. საბოლოოდ, ქართულმა გუნდმა ჩელენჯ თასის მიმდინარე გათამაშებაში პირველი გამარჯვება მოიპოვა – 31:28
„შავი ლომი“ მომდევნო თამაშს 17 იანვარს თბილისში „ძებრე პარმასთან“ გამართავს – მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 17:00 საათზე დაიწყება.