რაგბი | ოთხი დებიუტანტი შვეიცარიასთან - რიჩარდ კოკერილმა შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩს პირველ თებერვალს, 16:00 საათზე „ავჭალის“ სტადიონზე შვეიცარიასთნ გამართავს. მთავარმა მწვრთნელმა, როჩარდ კოკერილმა ამ თამაშისთვის შემადგენლობა დაასახელა.
კოკერილის რჩეულთა შორის ოთხი დებიუტანტია, რომელთაგან სამი – ირაკლი ქვათაძე, შალვა აფციაური და დაჩი პაპუნაშვილი მატჩს სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებს, ხოლო გიორგი ხაინდრავა თამაშში მარქაფიდან ჩაერთვება.
შერკინების პირველ ხაზში თამაშს ნიკა აბულაძე და ლუკა ჯაფარიძე იწყებენ, მეორე ხაზში მიხეილ ბაბუნაშვილს ლადო ჩაჩანიძე შეუწყვილდება, მესამე ხაზში კი ბექა შვანგირაძეს, ბექა საღინაძეს და ლუკა ივანიშვილს ვიხილავთ.
ღერძზე სასტარტო შემადგენლობაში გელა აფრასიძე და ლუკა მატკავა დადგებიან, ცენტრში თორნიკე კახოიძე და გიორგი კვესელაძე შეწყვილდებიან, ხოლო მეორე ფრთა აკაკი ტაბუცაძე იქნება.
შვეიცარიასთან „ბორჯღალოსნებს“ ბექა საღინაძე უკაპიტნებს, რომელიც კაპიტნის სამკლავურით მესამე შეხვედრას ჩაატარებს.
შეგახსენებთ, 2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი, ამავდროულად, 2027 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა – ავსტრალიის საგზურს ევროპიდან ოთხი მოწინავე გუნდი მიიღებს, მეხუთე კი რეპეშაჟში ჩაერთვება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
ხაზი: 15. დაჩი პაპუნაშვილი („ორიაკი“), 14. აკაკი ტაბუცაძე („შავი ლომი“), 13. გიორგი კვესელაძე („გრენობლი“), 12. თორნიკე კახოიძე („შავი ლომი“), 11. შალვა აფციაური („შავი ლომი“), 10. ლუკა მატკავა („შავი ლომი“), 9. გელა აფრასიძე („პერპინიანი“).
შერკინება: 1. ნიკა აბულაძე („მონპელიე“), 2. ირაკლი ქვათაძე („შავი ლომი“), 3. ლუკა ჯაფარიძე („მონპელიე“), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი („შავი ლომი“), 5. ლადო ჩაჩანიძე („შავი ლომი“), 6. ბექა შვანგირაძე („ლიონი“), 7. ბექა საღინაძე („ლიონი“, კაპ.), 8. ლუკა ივანიშვილი („შავი ლომი“).
მარქაფა: 16. ვანო კარკაძე („მონპელიე“), 17. ლუკა გოგინავა („მონ დე მარსანი“), 18. ირაკლი აფციაური („ლიონი“), 19. გიორგი ჯავახია („გრენობლი“), 20. ილია სპანდერაშვილი („ვალანსი“); 21. მიხეილ ალანია („ორიაკი“), 22. დავით ნინიაშვილი („ლიონი“), 23. გიორგი ხაინდრავა („ბორდო“).