რაგბი | ოთხი ცვლილება „ედინბურგთან“ მატჩისთვის - „შავი ლომი“ ჩელენჯ თასის მატჩს შოტლანდიაში გამართავს #1TVSPORT
„შავი ლომის“ სამწვრთნელო შტაბმა შოტლანდიაში „ედინბურგთან“ გასამართი მატჩისთვის სასტარტო შემადგენლობაში ოთხი ცვლილება განახორციელა – ორი ხაზში და ორიც შერკინებაში.
ჩელენჯ თასის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს რიჩარდ ქოქრილის შეგირდები შოტლანდიაში გამართავენ, შეხვედრა 19 იანვარს, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.
სამი ტურის შემდეგ „შავი ლომი“ ერთი მოგებითა და ორი მარცხით (4 ქულა) მეექვსე ადგილზეა, „ედინბურგმა“ კი ორი მოგებითა და ერთი მარცხით 11 ქულას მოუყარა თავი და პირველ ადგილს იკავებს.
„ბაიონასთან“ ბოლო მატჩის შემდეგ რიჩარდ კოკერილმა ორივე ბურჯი შეცვალა და თამაშს ვასილ კაკოვინი და ბაჩუკი ჭუმბაძე დაიწყებენ. ძირითად შემადგენლობაში ადგილი შეინარჩუნეს შალვა მამუკაშვილმა, მიხეილ ბაბუნაშვილმა და გურამ ღანიაშვილმა, ასევე მესამეხაზელებმა – სანდრო მამამთავრიშვილმა, მიხეილ გაჩეჩილაძემ და ლუკა ივანიშვილმა.
ხაზში ამჯერად თამაშს იოანე მეტრეველი და შალვა აფციაური დაიწყებენ. მეტრეველს თორნიკე კახოიძე შეუწყვილდება ფრთაზე კი აკაკი ტაბუცაძე იქნება, ფულბეკი – ლუკა ცირეკიძე, ხოლო ღერძზე თენგიზ პერანიძე და ლუკა მატკავა დადგებიან.

შავი ლომის შემადგენლობა:
ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. თორნიკე კახოიძე, 12. იოანე მეტრეველი, 11. შალვა აფციაური, 10. ლუკა მატკავა (კაპ.), 9. თენგიზ პერანიძე;
შერკინება: 1. ვასილ კაკოვინი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბაჩუკი ჭუმბაძე, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. გურამ ღანიაშვილი, 6. სანდრო მამამთავრიშვილი, 7. მიხეილ გაჩეჩილაძე, 8. ლუკა ივანიშვილი (კაპ.).
მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე, 17. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 18. გიორგი ჩხარტიშვილი, 19. ლადო ჩაჩანიძე, 20. დემურ ეფრემიძე; 21. დავით ხუროშვილი, 22. ამირან შვანგირაძე, 23. ალექსანდრე თოდუა.