რაგბი | ორი დებიუტანტი კანადასთან – პიერ-ანრი ბრინკანმა შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

18:45, 05.11.2026

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 7 ნოემბერს, მსოფლიო რაგბის 2026 წლის ერთა თასის ნოემბრის ეტაპის პირველ მატჩში კანადის ნაკრებს „ავჭალის“ სტადიონზე უმასპინძლებს – შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.

„ბორჯღალოსნების“ მთავარმა მწვრთნელმა, პიერ-ანრი ბრონკანმა ამ მატჩისთვის სათამაშო შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც ორი დებიუტანტია – ლუკა ტაბატაძე თამაშს სასტარტო შემადგენლობაში იწყებს. 19 წლის მორაგბე ცენტრში თორნიკე კახოიძეს შეუწყვილდება. ღერძზე გამოცდილი მოთამაშეები – ვასილ ლობჟანიძე და ლუკა მატკავა დადგებიან, ფულბეკი გუნდის კაპიტანი დავით ნინიაშვილია, ფრთებზე კი თამაშს აკა ტაბუცაძე და დაჩი პაპუნაშვილი იწყებენ.

ერთი დებიუტანტია სათადარიგოთა შორის – ახალგაზრდა მეორეხაზელი გაგი მარგველაშვილი.

მთლიანობაში, ბრონკანმა კანადასთან აქცენტი ახალგაზრდა მორაგბეებზე  გააკეთა. 23-კაციან განაცხადში 9 ისეთი მოთამაშეა (6 შერკინებაში, 3 ხაზში), რომელთა ანგარიშზე 10-ზე ნაკლები სანაკრებო კეპია, თუმცა გუნდში მრავლად არიან გამოცდილი მორაგბეებიც.

საქართველოს ნაკრები კანადის შემდეგ, 14 ნოემბერს – ტონგას, ხოლო 21 ნოემბერს აშშ-ს უმასპინძლებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. ლუკა ტაბატაძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. დაჩი პაპუნაშვილი, 10. ლუკა მატკავა, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება: 1. გიორგი ახალაძე, 2. ვახტანგ ჯინჭარაძე, 3. ბაჩუკი ჭუმბაძე, 4. ვლადიმერ ჩაჩანიძე, 5. გიორგი ჯავახია, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. ბექა საღინაძე, 8. ბექა შვანგირაძე.

მარქაფა: 16. ვანო კარკაძე, 17. სერგი აბრამიშვილი, 18. ბექა გიგაშვილი, 19. გაგი მარგველაშვილი, 20. მიხეილ შიოშვილი, 21. ილია სპანდერაშვილი; 22. გელა აფრასიძე, 23. გიორგი შველიძე.

მსგავსი