რაგბი | ომარ ოდიშვილის სადებიუტო ლელო საფრანგეთის ჩემპიონატში #1TVSPORT
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონში (PRO D2) მერვე ტურის მატჩები გაიმართა, რომლებშიც თავი ქართველმა მორაგბეებმაც გამოიჩინეს.
„აჟენი“ გასვლით მატჩში „ვალანსთან“ დამარცხდა. სტუმართა შემადგენლობაში ერთი ლელო ომარ ოდიშვილის ანგარიშზეა, რომლისთვისაც ეს მიმდინარე სეზონში პირველი ლელოა. ოდიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 50 წუთი ითამაშა.
„ორიაკის“ შემადგნლობაში შედეგიანი მოქმედებებით თავი თედო აბჟანდაძემ გამოიჩინა. „ორიაკი“ „ნევერთან“ გასვლით მატჩში 28:62 დამარცხდა, 28 ქულიდან 13 „ორიაკს“ აბჟანდაძემ შესძინა, რომელმაც ორი ზუსტი გარდასახვა და სამი საჯარიმო დარტყმა მიითვალა.