რაგბი | „ნორთჰემპტონთან“ მატჩისთვის „შავი ლომის“ შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT

23:11, 17.09.2026

18 სექტემბერს, თბილისის დორით 22:30 საათზე „შავი ლომი“ მორიგ მოსამზადებელ მატჩს სტუმრად ინგლისის მოქმედ ჩემპიონთან, „ნორთჰემპტონთან“ გამართავს.

გასულ შაბათს „ავჭალაზე“ იტალიურ „ბენეტონთან“ მატჩის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილებაა. მოედანს უბრუნდება თორნიკე კახოიძე, რომელიც ცენტრში გუნდის კაპიტანს, გიორგი კვესელაძეს შეუწყვილდება. ფულბეკის პოზიციაზე მარქაფიდან ოთარ მეტრეველი დაწინაურდა, კვლავ დამწყებთა შორის არიან რომა მახათაძე და აკაკი ტაბუცაძე. უცვლელია ღერძი – გიორგი სპანდერაშვილი და დავით იმნაძე.

შერკინების პირველი ხაზში თამაშს დავით აბდუშელიშვილი, ირაკლი ქვათაძე და ნიკოლოზ ხატიაშვილი დაიწყებენ. მეორე ხაზში ვლადიმერ ჩაჩანიძეს მიხეილ ბაბუნაშვილი შეუწყვილდება. მესამე ხაზში ადგილი შეინარჩუნეს მაიკლ ქარიმ და ლაშა ციხისთავმა, შემკვრელად კი გუნდის კიდევ ერთი ლეგიონერი, ლეავასა პოტუ დადგება.

რადგან შეხვედრა მოსამზადებელი ხასიათისაა, სათადარიგოთა შორის 13 მოთამაშეა და შეცვლაზე ყველა მათგანი ითამაშებს.

„შავი ლომის“ შემადგენლობა:

ხაზი: 15. ოთარ მეტრეველი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე (კაპ.), 12. თორნიკე კახოიძე, 11. რომა მახათაძე, 10. დავით იმნაძე, 9. გიორგი სპანდერაშვილი;

შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. ვლადიმერ ჩაჩანიძე, 6. მაიკლ ქარი, 7. ლაშა ციხისთავი, 8. ლეავასა პოტუ.

სათადარიგოები: გიგა კობახიძე, ვახტანგ ჯინჭარაძე, შოთა ხელაძე, გიორგი ქიმუცაძე, გიორგი მამაიაშვილი, დემურ ეფრემიძე, დავით არველაძე, ლუკა ნარსია, გიორგი ცუცქირიძე, ოთარ გიორგაძე; თემურ ძოძუაშვილი, ლუკა ცირეკიძე, ლუკა ტაბატაძე.

მსგავსი