რაგბი | ნოემბრის ტესტმატჩებისთვის საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
რაგბი | ნოემბრის ტესტმატჩებისთვის საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ნოემბერში საქართველოში სამ ტესტმატჩს გამართავს.

„ბორჯღალოსნები“ სერიას 8 ნოემბერს ბათუმში გახსნიან და პირველ მატჩს აშშ-ის ნაკრებთან ჩაატარებენ. 15 ნოემბერს, ასევე ბათუმში, ქართველი მორაგბეები კანადის ნაკრებს დაუპირისპირდებიან – ორივე მატჩი 16:00 საათზე დაიწყება.

სერიის ბოლო შეხვედრას კი საქართველოს ნაკრები თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იაპონიასთან 22 ნოემბერს გამართავს.

ამ მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ კოკერილმა 35-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც 20 – შერკინების, 15 კი ხაზის მოთამაშეა:

საქართელოს ნაკრების შემადგენლობა:

შერკინება: ნიკა აბულაძე, დავით აბდუშელიშვილი, გიორგი თეთრაშვილი, ირაკლი აფციაური, ლუკა ჯაფარიძე, ბექა გიგაშვილი, კახა დარბაიძე, ვანო კარკაძე, ირაკლი ქვათაძე, შალვა მამუკაშვილი, მიხეილ ბაბუნაშვილი, ვლადიმერ ჩაჩანიძე, დემურ ეფრემიძე, თემურ წულუკიძე, ბექა გორგაძე, ლუკა ივანიშვილი, ბექა საღინაძე, ილია სპანდერაშვილი, სანდრო მამამთავრიშვილი, გიორგი სინაურიძე.

ხაზი: ვასილ ლობჟანიძე, გელა აფრასიძე, თენგიზ პერანიძე, ლუკა მატკავა, თედო აბჟანდაძე, გიორგი კვესელაძე, დემურ თაფლაძე, თორნიკე კახოიძე, გიორგი შველიძე, ზაურ ლუტიძე, აკაკი ტაბუცაძე, ალექსანდრე თოდუა, შალვა აფციაური, დავით ნინიაშვილი, ლუკა ცირეკიძე.