რაგბი | ნოემბრის პირველი ტესტმატჩისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT
8 ნოემბერს, 16:00 საათზე ბათუმის სტადიონზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრები შემოდგომის ტესტმატჩების სერიის პირველ შეხვედრას აშშ-ის ნაკრებთან გამართავს.
აქამდე „ბორჯღალოსნები“ ამერიკის ნაკრებს შვიდჯერ შეხვდნენ და ოთხჯერ მოიგეს, აქედან ბოლო სამ შეხვედრა – ზედიზედ. უკანასკნელად აშშ-ს 2023 წელს თბილისში, ჯერჯერობით სარეკორდო სხვაობით, 22:7 სძლიეს.
საქართველოს ნაკრების მთვარმა მწვრთელმა, რიჩარდ კოკერილმა ამერიკასთნ მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.
შერკინების პირველ ხაზში თამაშს კვაჭი ირაკლი ქვათაძე და ბურჯები – დავით აბდუშელიშვილი და ბექა გიგაშვილი დაიწყებენ. მეორე ხაზში მიხეილ ბაბუნაშვილს ლადო ჩაჩანიძე შეუწყვილდება; მესამე ხაზში კი ლუკა ივანიშვილი, ბექა საღინაძე და გუნდის კაპიტანი ბექა გორგაძე ითამაშებენ.
ღერძზე ვასილ ლობჟანიძისა და თედო აბჟანდაძის დუეტი ითამაშებს, ცენტრში – თორნიკე კახოიძე და გიორგი კვესელაძე, ხოლო ფრთებზე გიორგი შველიძე და აკაკი ტაბუცაძე დადგებიან, ფულბეკი დავით ნინიაშვილი იქნება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლა როშელი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (გრენობლი), 12. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 11. გიორგი შველიძე (ბრივი), 10. თედო აბჟანდაძე (ორიაკი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა);
შერკინება: 1. დავით აბდუშელიშვილი (შავი ლომი), 2. ირაკლი ქვათაძე (შავი ლომი), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. ლადო ჩაჩანიძე (მონ დე მარსანი), 6. ლუკა ივანიშვილი (ბრისტოლი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი), 8. ბექა გორგაძე (პო, კაპ.).
სათადარიგოები: 16. ვანო კარკაძე (ოიონა), 17. გიორგი თეთრაშვილი (პერპინიანი), 18. ლუკა ჯაფარიძე (მონპელიე), 19. დემურ ეფრემიძე (შავი ლომი), 20. ილია სპანდერაშვილი (ვალანსი); 21. გელა აფრასიძე (პერპინიანი), 22. ლუკა მატკავა (ოიონა), 23. დემე თაფლაძე (შავი ლომი).

„ბორჯღალოსნები“ მსოფლიო რეიტინგში ამჟამად მე-11 პოზიციაზე (74.69 ქულა) იმყოფებიან და თუ ამ ადგილს შეინარჩუნებენ, ამა წლის დეკემბერში გასამართ 2027 წლის მსოფლიო თასის წილისყრას უკეთესი განთესვით შეხვდებიან.
ამერიკასთან გამარჯვება საქართველოს ნაკრებს რეიტინგში მხოლოდ 0.27 ქულას, თამაშის 15-ზე მეტი ქულით მოგება კი 0.4 ქულას შემატებს, თუმცა, შესაძლოა, ეს მე-11 ადგილის შესანარჩუნებლად საკმარისი არ აღმოჩნდეს – ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ ითამაშებენ საქართველოს ნაკრების უახლოესი მდევრები – უელსი (მასპინძლობს არგენტინას) და იაპონია (სტუმრად ეთამაშება ირლანდიას).