რაგბი | ნიორაძისა და იაშაღაშვილის ლელოები და აბჟანდაძის შედეგიანი დარტყმები [ვიდეო] #1TVSPOR

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონის (PRO D2) მე-14 ტურის მატჩში ერთმანეთის წინაშე „ქართული“ გუნდები – „ორიაკი“ და „მონ დე მარსანი“ წარსდგნენ – ქართველებმა ორივე გუნდში გამოიჩინეს თავი.

„ორიაკმა“ მეტოქე 32:19 დაამარცხა, 32-დან 17 ქულა კი ქართველმა მორაგბეებმა მიითვალეს – ლუკა ნიორაძემ ლელო დადო, რომელიც თედო აბჟანდაძემ ზუსტად გარდასახა. საქართველოს ნაკრების მგეზავმა ამ შეხვედრაში კიდევ ორი გარდასახვა და ორი ჯარიმა დაარტყა ზუსტად.

მიმდინარე სეზონში ნიორაძემ მეოთხე ლელო დადო, ხოლო აბჟანდაძემ გუნდს 64 ქულა მოუტანა (1 ლელო, 13 ჯარიმა, 10 გარდასახვა).

„მონ დე მარსანის“ რიგებში კი თავი იოანე იაშაღაშვილმა გამოიჩინა, თუმცა მისი ლელო გუნდის წარამტებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

იაშაღაშვილმა (რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, კარიერას „ვანში“ განაგრძობს) ამ სეზონში მეორე ლელო დადო.