რაგბი | ნინიაშვილის „ლიონმა“ კარკაძის „მონპელიე“ დაამარცხა - ქართველებმა თავი ლელოებით გამოიჩინეს [ვიდეო] #1TVSPORT

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის პირველი დივიზიონის (TOP 14) მე-11 ტურში ერთმანეთს ქართველი მორაგბეების გუნდები დაუპირისპირდნენ – „ლიონმა“ „მონპელიეს“ უმასპინძლა და 20:18 დაამარცხა.

ქართველებიდან ამ მატჩში მონაწილეობა დავით ნინიაშვილმა („ლიონი“) და ვანო კარკაძემ („მონპელიე“) მიიღეს და ორივემ მოახერხა ლელოს დადება.

ლიონელები თავიდანვე დაწინაურდნენ, ნინიაშვილის ლელოს შემდეგ კი ანგარიში 15:3 გახდა, რამდენიმე წუთში სხვაობა კარკაძემ შეამცირა, მაგრამ „მონპელიემ“ საბოლოოდ თამაშის გადარჩენა ვეღარ მოახერხა.

ნინიაშვილისთვის ეს მიმდინარე სეზონში მეოთხე ლელოა, კარკაძემ კი თავი მესამედ გამოიჩინა.

11 ტურის შემდეგ „ლიონმა“ 20 ქულა დააგროვა და მე-11 ადგილზეა, „მონპელიე“ კი 12 ქულით ბოლო, მე-14 ადგილს იკავებს.