რაგბი | ნინიაშვილი და გოგიჩაშვილი საფრანგეთის TOP 14-ის იანვრის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებისა და „ლა როშელის“ უკანახაზელი დავით ნინიაშვილი და „რასინგის“ შერკინების ბურჯი გურამ გოგიჩაშვილი საფრანგეთის ჩეპიონატის (TOP 14) იანვრის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ.
დავით ნინიაშვილი შესანიშნავ სეზონს ატარებს. იანვარში „ბორჯღალოსნების“ ლიდერმა TOP 14-ში სამი თამაში ჩაატარა და ორი ლელო დადო (ორი ლელოც ჩემპიონთა თასზე მიითვალა).
გურამ გოგიჩაშვილმა კი იანვარში ჩატარებულ სამ თამაშში ერთი ლელო მიითვალა.