რაგბი | ნინიაშვილი და აბდალაძე საფრანგეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ #1TVSPORT
გასულ უქმეებზე საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩები გაიმართა, რომელიც ქართველ მორაგბეებისთვის საკმაოდ წარმატებული გამოდგა და შედეგად, ორი მათგანი ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს.
TOP 14-ში რჩეულთა შორის საქართველოს ნაკრებისა და „ლიონის“ ქართველი ვარსკვლავი, დავით ნინიაშვილი მოხვდა. „ლიონმა“ „ოიონაქსი“ 43:26 დაამარცხა, რაშიც ქართველმა მორაგბემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა – დავითმა 26-ე და 65-ე წუთებზე ორი ლელოს დადება მოახერხა.
საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონში (PRO D2) „ბრივმა“, სადაც ვახტან აბდალაძემ თამაშობს, „ვალანს რომანი“ 29:3 დაამარცხა. აბდალაძემ შეხვედრის ბოლოს ლელო დადო, ფრანგულმა გამოცემამ, „მიდი ოლიმპიკმა“ აბდალაძე ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.