რაგბი | ნიკოლოზ სუთიძემ ჩემპიონთა თასზე სადებიუტო მატჩი ჩაატარა და ლელო დადო [ვიდეო] #1TVSPORT
რაგბის ჩემპიონთა თასის გათამაშებაში „ლა როშელი“ სტუმრად „სტორმერთან“ 21:42 დამარცხდა.
ამ შეხვედრაში ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო მატჩი ჩაატარა ნიკოლოზ სუთიძემ, რომელიც მოედანზე 45-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა და ოთხ წუთში ტურნირზე სადებიუტო ლელო დადო.
„ლა როშელის“ შემადგენლობაში, სუთიძის გარდა, ასევე შეცვლაზე ითამაშა ალექსანდრე ქუნთელიამ, ხოლო დავით ნინიაშვილი სამატჩო განაცხადში არ ყოფილა.