რაგბი | ნიკოლოზ სუთიძე „ლა როშელიდან“ „ბეზიეში“ იჯარით გადავა #1TVSPORT

15:43, 20.08.2026

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისა და „ლა როშელის“ წევრი ნიკა სუთიძე კარიერას საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონის (PRO D2) კლუბ „ბეზიეში“ გააგრძელებს – სუთიძე ახალ კლუბში იჯარით გადავა.

„ლა როშელს“ მის პოზიციაზე რამდენიმე გამოცდილი მოთამაშე ჰყავს და კონკურენციაც მაღალია, ამიტომ კლუბის ხელმძღვანელობამ სუთიძის „ბეზიეში“ გაშვება გადაწყვიტა, რათა 22 წლის ქართველს მეტი სათამაშო დრო ჰქონდეს.

გასულ სეზონში სუთიძემ „ლა როშელში“ ყველა ტურნირზე 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ორი ლელო დადო (ერთი საფრანგეთის ჩემპიონატში, ერთი კი ჩემპიონთა თასზე).

„ბეზიემ“ გასული სეზონი 54 ქულით მე-12 ადგილზე დაასრულა. სუთიძის გარდა, გუნდში ლუკა აზარიაშვილი, ლუკა გოგინავა და ოთარ კინწურაშვილი თამაშობენ.

მსგავსი