რაგბი | ნიკა ამაშუკელი ოთხი ერის გათამაშების სამ შეხვედრას განსჯის #1TVSPORT
ქართველი არბიტრი ნიკა ამაშუკელი ივლისის ტესტებზე „ბრიტანელი ლომების“ მატჩებზე მუშაობს, რომლის შემდეგაც ოთხი ერის გათამაშებაში სამ მატჩზეა მივლენილი – ერთში მთავარ არბიტრად, ორში კი – პირველ ასისტენტად.
6 სექტემბერს ოკლენდში, ახალი ზელანდიის ნაკრები სამხრეთ აფრიკას უმასპინძლებს. მთავარი მსაჯი ინგლისელი კარლ დიქსონი იქნება, ამაშუკელი კი – პირველი ასისტენტი.
13 ივლისს ეს გუნდები ველინგტონში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს და ნიკა ამაშუკელი ამჯერად მთავარ მსაჯად იმუშავებს.
ბოლო ტურში, 4 ოქტომბერს ლონდონში, „თვიქნმეზე“, არგენტინისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებების მატჩს იტალიელი ანდრეა პიარდი განსჯის, რომელსაც ნიკა ამაშუკელი პირველი ასისტენტის რანგში დაეხმარება.