რაგბი | ნიკა ამაშუკელი ინგლისისა და ავსტრალიის ნაკრებების მატჩს განსჯის #1TVSPORT
რაგბი | ნიკა ამაშუკელი ინგლისისა და ავსტრალიის ნაკრებების მატჩს განსჯის #1TVSPORT

მსოფლიო რაგბის ორგანიზაციამ ნოემბრის ტესტმატჩებზე არბიტრები დანიშნა, რომელთა შორის ორი ქართველიცაა.

პირველ ნოემბერს „თვიქენჰემზე“ ინგლისისა და ავსტრალიის შეხვედრის მთავარი მსაჯი ნიკა ამაშუკელი იქნება. ამას გარდა, 8 ნოემბერს – საფრანგეთისა და სამხრეთ აფრიკის, 15 ნოემბერს – საფრანგეთისა და ფიჯის, ხოლო 23 ნოემბერს ინგლისისა და არგენტინის მატჩებზე ამაშუკელი ასისტენტის რანგში იმუშვებს.

კიდევ ერთი ქართველი არბიტრი საბა აბულაშვილი 15 ნოემბერს – რუმინეთი-აშშ-ის, 22 ნოემბერს კი პორტუგალია-კანადის თამაშებზე მთავარი მსაჯის ასისტენტი იქნება.

ასევე ცნობილი გახდა იმ მსაჯების ვინაობა, რომლებიც საქართველოს ნაკრების თამაშებს მოემსახურებიან: 8 ნოემბერს აშშ-თან მატჩს ინგლისელი ლუკ პირსი განსჯის, 15 ნოემბერს კანადასთან დაპირისპირებას ახალზელანდიელი პოლ უილიამსი მოემსახურება, ხოლო 22 ნოემბერს იაპონიასთან შეხვედრაზე ირლანდიელი ეოგან კროსი იმუშავებს.