რაგბი | ნიკა ამაშუკელი ექვს ერზე ინგლისისა და საფრანგეთის მატჩს განსჯის #1TVSPORT
რაგბი | ნიკა ამაშუკელი ექვს ერზე ინგლისისა და საფრანგეთის მატჩს განსჯის #1TVSPORT

რაგბის ქართველი არბიტრი ნიკა ამაშუკელი 14 მარტს ექვსი ერის გათამაშებაში საფრანგეთისა და ინგლისის მატჩის მთავარი მსაჯი იქნება – შეხვედრა პარიზში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ ამაშუკელი ექვს ერზე საფრანგეთისა და ინგლისის დაპირისპირებას ზედიზედ მეორედ მოემსახურება – ქართველმა არბიტრმა ამ გუნდების თამაში შარშან, თებერვალშიც განსაჯა, მაშინ ლონდონში ინგლისმა საფრანგეთს 26:25 სძლია.

ექვსი ერის მიმდინარე სეზონში ამაშუკელი შოტლანდიისა და ინგლისის მატჩის (31:20) მთავარი მსაჯი იყო, 6 მარტს კი ირლანდიისა და უელსის ნაკრებების შეხვედრაში ასისტენტის მოვალეობას შეასრულებს.