რაგბის ქართველი არბიტრი ნიკა ამაშუკელი 2026 წელს ექვი ერის მატჩებს განსჯის.
2026 წლის პირველი შეხვედრა, რომელსაც ქართველი არბიტრი მოემსახურება, 14 თებერვალს გაიმართება, შოტლანდიის ნაკრები ინგლისს უმასპინძლებს – ამ დაპირისპირებაში ამაშუკელი მთავარი მსაჯი იქნება.
6 მარტს ირალნდიისა და უელსის მატჩში ამაშუკელი კიდის მსაჯი იქნება, ისევე როგორც 14 მარტს, როდესაც ერთმანეთს საფრანგეთი და ინგლისი შეხვდებიან.
ნიკა ამაშუკელისთვის ექვსი ერის ახალი სეზონი კარიერაში ზედიზედ მეხუთე იქნება.