რაგბი | ნიკა ამაშუკელი და შოთა თევზაძე ჩემპიონთა თასზე ორ თამაშს განსჯიან #1TVSPORT
რაგბი | ნიკა ამაშუკელი და შოთა თევზაძე ჩემპიონთა თასზე ორ თამაშს განსჯიან #1TVSPORT

რაგბის ქართველი არბიტრები – ნიკა ამაშუკელი და შოთა თევზაძე რაგბის ჩემპიონთა თასის მესამე და მეოთხე ტურის მატჩებზე არიან დანიშნულნი.

11 იანვარს „ჰარლიქუინზი“ (ინგლისი) „სტორმერსს“ (სამხრეთ აფრიკა) ეთამაშება. ამ შეხვედრის მთავარი მსაჯი ნიკა ამაშუკელი იქნება, ხოლო მისი პირველი ასისტენტის ფუნქციებს შოთა თევზაძე შეასრულებს.

ამაშუკელი მთავარი მსაჯი იქნება ასევე მეოთხე ტურის შეხვედრაში, „ბრისტოლსა“ (ინგლისი) და „ბორდოს“ (საფრანგეთი) შორის, რომელიც 18 იანვარს გაიმართება – შოთა თევზაძე ამჯერადაც ამაშუკელის პირველი ასისტენტი იქნება.