რაგბი | ნიდერლანდებთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებებია #1TVSPORT
რაგბი | ნიდერლანდებთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებებია #1TVSPORT

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩს ნიდერლანდების ნაკრებთან ამსტერდამში გამართავს – შეხვედრა 15 თებერვალს, 16:00 საათზე დაიწყება

ამ მატჩისთვის „ბორჯღალოსნების“ შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილებაა. შეთანხმების საფუძველზე გიორგი ახალაძე, ალექსანდრე ქუნთელია, ნიკოლოზ სუთიძე, გიორგი მელიქიძე და გიორგი ჯავახია საკუთარ კლუბებს დაუბრუნდნენ.

ნიდერლანდებთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრებს „ექსეტერ ჩიფსის“ ბურჯი ბაჩუკი ჭუმბაძე და „მონ დე მარსანის“ მეორეხაზელი ლადო ჩაჩანიძე დაემატნენ.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა ქალაქ ივერდონში შვეიცარიის ნაკრები 54:3 დაამარცხა.

ნიდერლანდებთან მატჩის შემდეგ „ბორჯღალოსნები“ სამშობლოში დაბრუნდებიან და 21 თებერვალს ჯგუფურ ეტაპის დასკვნით შეხვედრაში თბილისში ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებენ.