რაგბი | ნიდერლანდებთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
რაგბი | ნიდერლანდებთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის მეორე ტურის მატჩს ამსტერდამში ნიდერლანდების ნაკრებთან გამართავს.

შეხვედრა 15 თებერვალს, 16:00 საათზე დაიწყება.

ამ მატჩისთვის „ბორჯღალოსნების“ მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა, მარკო ბარტოლამმა შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც ერთი დებიუტანტია – „აჟენის“ მოთამაშე მამუკა მსტოიანი თამაშში სათადარიგოებიდან ჩაერთვება.

საქართველოს ნაკრების შემდგენლობა:

ხაზი: 15. დაჩი პაპუნაშვილი (ორიაკი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი შველიძე (ბრივი), 12. გიორგი კვესელაძე (გრენობლი), 11. ოთარ მეტრეველი (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (ოიონა), 9. გელა აფრასიძე (პერპინიანი);

შერკინება: 1. ლუკა გოგინავა (მონ დე მარსანი), 2. ვანო კარკაძე (ოიონა), 3. ირაკლი აფციაური (ლიონი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. დავით ლაგვილავა (პერპინიანი), 6. ლუკა ივანიშვილი (ბრისტოლი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, კაპ.), 8. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი).

სათადარიგოები: 16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი), 17. მამუკა მსტოიანი (აჟენი), 18. ბაჩუკი ჭუმბაძე (ექსეთერი), 19. ლადო ჩაჩანიძე (მონ დე მარსანი), 20. ანდრო დვალი (პერპინიანი), 21. იოანე იაშაღაშვილი (მონ დე მარსანი); 22. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა), 23. თედო აბჟანდაძე (ორიაკი).

ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა შვეიცარიის ნაკრები სტუმრად 54:3 დაამარცხა, ნიდერლანდები ნაკრები კი ესპანეთთან 33:51 დამარცხდა.

ნიდერლანდების ნაკრების შემადგენლობა:

ხაზი: 15. სემ ვერპლანკე, 14. მეს გერტ ვუტსი, 13. ოლივია სიალაუ, 12. ტობიას ნოტა, 11. ბიორნ დოლმანი, 10. ვიკას მეიერი, 9. მაქსიმ ვან ჰილსტი

შერკინება: 1. ტოინე ობიანგ ნგუემა, 2. თეოდორ კაჰემბე, 3. გაბორ ბესუიენი, 4. დირკ ბრუილი, 5. მარეინ ჰუისი, 6. მარტ ვან დერ ვეენი, 7. ტიმ მდე იონგი, 8. ჯეკ სლობი.

სათადარიგოები: 16. ლარს ლინენბაკი, 17. კუერმი ვარმერდამი, 18. ბილალ ეგბერტსი, 19. ტომ ბოგემანი, 20. იურიან იორნა, 21. ტიბე ვან დე კამპი, 22. მატიის დე ვიტი, 23. ილან ვაასენი.

ჯგუფის დასკვნით მატჩს „ბორჯღალოსნები“ 21 თებერვალს თბილისში, „ავჭალის“ სტადიონზე ესპანეთის ნაკრებთან გამართავენ.