რაგბი | ნახევარფინალური მატჩი მეცხრე ადგილისთვის – იტალიასთან საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT
13 ივლისს, 18:00 საათზე ქუთაისის „აია არენაზე“ საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები იტალიელ თანატოლებთან მსოფლიო თასის მეცხრე ადგილისთვის ნახევარფინალურ მატჩს გამართავს – პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ამ თამაშისთვის შემადგენლობა დაასახელა. ურუგვაისთან გამარჯვების შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა, ვიტო კოლელიშვილმა სასტარტო შემადგენლობაში სამი ცვლილება განახორციელა. ხაზში ფრთის პოზიციაზე თამაშს ავთანდილ ზვიადაძე იწყებს, ბურჯად გიორგი ტურაშვილი ბრუნდება, მეორე ხაზში კი დავით ბარამია ითამაშებს.
ორი ცვლილებაა სათადარიგოთა შორისაც, სადაც ბურჯი ლუკა იასეშვილი და მესამეხაზელი გიორგი ზაზაძე გამოჩნდნენ. წინა მატჩის მსგავსად, მარქაფაში არიან გიორგი აღნიაშვილი, საბა ნოზაძე, ნიკოლოზ ჩხორთოლია, გიორგი არძენაძე, გიორგი ხონელიძე და დემეტრე დევდარიანი.
საქართველო – იტალია
სათადარიგოები (საქართველო): 16. გიორგი აღნიაშვილი, 17. ლუკა იასეშვილი, 18. საბა ნოზაძე, 19. ნიკოლოზ ჩხორთოლია, 20. გიორგი არძენაძე, 21. გიორგი ზაზაძე, 22. გიორგი ხონელიძე, 23. დემეტრე დევდარიანი.
სათადარიგოები (იტალია): 16. ეტორე დინარტე პატრისიო, 17. კრისტიან ბრასინი, 18. ლუკა ტრევიზანი, 19. სიმონე ფარდინი, 20. ,არკო სპარაფიჩი, 21. კარლო ანტონიო ბიანკი, 22. ნიკოლაი ვაროტო, 23. ედოარდო ვიტალე.