რაგბი | მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატს საქართველოს ნაკრები ირლანდიასთან მატჩით იწყებს - მწვრთნელებმა შემადგენლობა დაასახელეს #1TVSPORT
საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასის პირველ მატჩს ირლანდიასთან გამართავს – შეხვედრა იტალიის ქალაქ კალვიზანოში 29 ივნისს, 20:00 საათზე დაიწყება.
ამ შეხვედრისთვის უმცროსი „ბორჯღალოსნების“ სამწვრთნელო შტაბმა შემადგენლობა დაასახელა.
23-კაციან შემადგენლობაში 10 ისეთი მორაგბეა, რომლებმაც 20-წლამდელთა ჩემპიონატზე შარშანაც ითამაშეს, მათგან ცხრა სასტარტო შემადგენლობაშია – ლუკა თაყაიშვილი, ტარიელ ბურთიკაშვილი, ნუგზარ ქევხიშვილი, ლუკა კეშელავა, გიორგი სპანდერაშვილი, ბაჩუკი ბარათაშვილი, მიხეილ ხახუბია, თემურ წულუკიძე და ანდრო დვალი, ხოლო შოთა ხელაძე – მარქაფაში.
განაცხადში 2006 წელს დაბადებული ხუთი მოთამაშეა, რომლებიც 20-წლამდელთა ჩემპიონატში გაისადაც ითამაშებენ (გიგი სირბილაძე, ლუკა ნარსია, მიხეილ შიოშვილი, არჩილ ნოზაძე და თემურ ძოძუაშვილი), ხოლო სამი მოთამაშე (დათა ახვლედიანი, ნიკოლოზ ჩხორთოლია და დავით ბარამია) აღნიშნულ ტურნირში მომდევნო წლებში კიდევ ორჯერ მიიღებენ მონაწილეობას.

საქართველოს ნაკრები
ხაზი: 15. ლუკა თაყაიშვილი (ხვამლი), 14. ტარიელ ბურთიკაშვილი (ვეფხვები), 13. დათა ახვლედიანი (ლელო), 12. ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო), 11. ლუკა კეშელავა (არმია), 10. გიგი სირბილაძე (ლელო), 9. გიორგი სპანდერაშვილი (შავი ლომი);
შერკინება: 1. ბაჩუკი ბარათაშვილი (აია), 2. მიხეილ ხახუბია (ლელო), 3. მათე ღურწკაია (კასტრი), 4. თემურ წულუკიძე (ოიონა), 5. გაგი მარგველაშვილი (რასინგი), 6. ლუკა ნარსია (აია), 7. ანდრო დვალი (პერპინიანი, კაპ.), 8. მიხეილ შიოშვილი (ტულონი).
მარქაფა: 16. შოთა ხელაძე (ლელო), 17. არჩილ ნოზაძე (აჟენი), 18. გიორგი მესხიძე (პერპინიანი), 19. ნიკოლოზ ჩხორთოლია (მონპელიე), 20. დავით ბარამია (ტულონი); 21. თემურ ძოძუაშვილი (აია), 22. სანდრო მესხიძე (არმია), 23. ნიკა აბესაძე (ლელო).
შეგახსენებთ, რომ 20-წლამდელთა ჩემპიონატს იტალია წელს მესამედ უმასპინძლებს. თამაშები ოთხ ქალაქში (კალვიზანო, როვიგო, ვერონა და ვიადანა) გაიმართება. უმცროსი „ბორჯღალოსნები“ C ჯგუფში მოხვდნენ, სადაც ახალი ზელანდიის, ირლანდიისა და მასპინძელი იტალიის ნაკრებები ითამაშებენ.
თამაშების განრიგი:
29 ივნისი, კალვიზანო | საქართველო – ირლანდია;
4 ივლისი, ვიადანა | საქართველო – ახალი ზელანდია;
9 ივლისი, კალვიზანო | იტალია – საქართველო.
ნახევარფინალები – 14 ივლისს, ხოლო ფინალური თამაშები 19 ივლისს გაიმართება.
20-წლამდელთა ჩემპიონატის A ჯგუფში – ინგლისი, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა და შოტლანდია, ხოლო B ჯგუფში საფრანგეთი, არგენტინა, უელსი და ესპანეთი მოხვდნენ.