რაგბი | მსოფლიო ჩემპიონატი ქალთა შორის - ახალი ზელანდიის ნაკრებმა ფინალში ინგლისი დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
რაგბი | მსოფლიო ჩემპიონატი ქალთა შორის - ახალი ზელანდიის ნაკრებმა ფინალში ინგლისი დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს ახალი ზელანდიისა და ინგლისის მორაგბეთა ნაკრებები დაუპირისპირდნენ. ტურნირს ახალი ზელანდია მასპინძლობდა და ოკლენდში გამართულ ფინალურ მატჩზე ტრიბუნები სავსე იყო.

შეხვედრის პირველი ნახევარი ინგლისის ნაკრების მცირე უპირატესობით გაიმართა და ტაიმის დასრულების შემდეგ სტუმრები შესვენებაზე შვიდქულიანი სხვაობით გავიდნენ – 26:19.

მეორე ტაიმი ახალი ზელანდიის მორაგბეებმა აქტიურად დაიწყეს და პირველსავე წუთზე ლელო დადეს. შეხვედრის მეორე ნახევარი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და ფინალური მატჩი ბოლო წუთებამდე ინტრიგას ინარჩუნებდა. საბოლოოდ, მასპინძლებმა თამაშის შემოტრიალება მოახერხეს და ინგლისის ნაკრები დაამარცხეს – 34:11. ახალი ზელანდიის ნაკრებმა ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ტიტული მეექვსედ მოიპოვა. რაგბიში ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი გთავაზობდათ.